ვალერი ჭალიძე
ვალერი ნიკოლოზის ძე ჭალიძე (დ. 25 ნოემბერი, 1938, მოსკოვი, — გ. 3 იანვარი, 2018, ბენსონი, ვერმონტი, აშშ) — პუბლიცისტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი, ფიზიკოსი, წარმოშობით ქართველი. 1972 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქართველი მამის და პოლონელი დედის ოჯახში. მამამისი, ნიკოლოზ ჭალიძე მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა (1942). ვალერი ჭალიძე სწავლობდა მოსკოვის და თბილისის უნივერსიტეტებში, ფიზიკის ფაკულტეტზე, შემდეგ თბილისში ხელმძღვანელობდა პლასტმასების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკოსთა ჯგუფს. 1960-იანი წლების მიწურულიდან ჩაერთო საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში.
1970 წელს ანდრეი სახაროვთან და ანდრეი ტვერდოხლებოვთან ერთად მოსკოვში დააარსა საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავდა უფასო კონსულტაციების გაწევას პირებისათვის, რომელთა უფლებებიც საბჭოთა ხელისუფლების პირობებში დაირღვა. ამ ჯგუფის თვითგამოცემებს შორის პირველი იყო რუსულენოვანი ჟურნალი „სოციალური პრობლემები“ («Общественные проблемы»), რომლის რედაქტორი ჭალიძე იყო. 1972 წელს ადამიანის უფლებათა საკითხებზე ლექციის წასაკითხად აშშ-ში გამგზავრების უფლება მიიღო. ვიზიტის დროს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა (აღუდგინეს 1990 წელს) და აშშ-ში დარჩა. ემიგრაციაში რუსულ და ინგლისურ გამოაქვეყნა არაერთი ნაშრომი საბჭოთა პოლიტიკური ცხოვრების, კანონებისა და დისიდენტური მოძრაობის შესახებ (მათ შორის, „კრიმინალური რუსეთი“, „ადამიანის უფლებათა ქრონიკა საბჭოთა კავშირში“ და სხვ.), გამოსცემდა „მიმდინარე ქრონიკებს“, სადაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მომხდარ უფლებადარღვევებზე წერდნენ. იქვე დააარსა გამომცემლობა „Chalidze-Publication“, რომელიც დისიდენტურ ლიტერატურას ბეჭდავდა. კითხულობდა ლექციებს იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, ასევე აგრძელებდა კვლევებს თეორიულ ფიზიკაში. მინიჭებული ჰქონდა მაკართურის სტიპენდია (1985).
ვალერი ჭალიძე 2018 წლის 3 იანვარს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი არქივის ნაწილი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში იყო დაცული, 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- В. Чалидзе. Права человека и Советский Союз. — Нью-Йорк: изд. Хроника-Пресс, 1974. — 304 с. // англ. пер. V. Chalidze. To defend these rights: Human rights and the Soviet Union. — N-Y, Random House, 1974. ISBN 0-394-48725-7
- Литературные дела КГБ: Дела Суперфина, Эткинда, Хейфеца, Марамзина. (ред. В. Чалидзе) Нью-Йорк: Хроника-Пресс, 1976
- В. Чалидзе. Уголовная Россия. — Нью-Йорк, Хроника-Пресс, 1977. // англ. пер. V. Chalidze. Criminal Russia: Essays on crime in the Soviet Union. — Random House, 1977. ISBN 0-394-40598-6
- В. Чалидзе. СССР — рабочее движение?. — Нью-Йорк: Хроника-Пресс, 1978
- Победитель коммунизма: Мысли о Сталине, социализме и России. Нью-Йорк, 1981.
- В. Чалидзе. Ответственность поколения. Нью-Йорк: Chalidze Publications, 1981.
- Будущее России : Иерархический анализ — Нью-Йорк: Chalidze Publications, 1983. — 216 с.
- В. Чалидзе. О речевом коде мозга. — Benson, VT : Chalidze’s Research Diary, 1985
- В. Чалидзе. Иерархический человек : социобиологические заметки. — Benson, VT : Chalidze Publications, 1989. — 220 с.
- V. Chalidze. Entropy Demystified: Potential Order, Life and Money . Universal Publishers, 2000
- V. Chalidze. Mass and Electric Charge in the Vortex Theory of Matter . Universal Publishers, 2001
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- De Boer, S. P.; Driessen, Evert; Verhaar, Hendrik (1982). "Čalidze, Valerij Nikolaevič". Biographical dictionary of dissidents in the Soviet Union: 1956–1975. The Hague: Martinus Nijhoff Publishers. pp. 80–82. ISBN 9024725380.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვალერი ჭალიძე - პირველი ქართველი უფლებადამცველი საბჭოეთში: დისიდენტის დაბრუნება. „რადიო თავისუფლება“. თებერვალი 19, 2019.
- ვალერი ჭალიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Kishkovsky, Sophia. Valery Chalidze, Soviet Dissident Forced Into Exile, Dies at 79. The New York Times, Jan. 22, 2018.